მიგრენული ნევრალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიგრენული ნევრალგია – საფეთქელ – ორბიტალური მიდამოს მკვეთრი ტკივილების პაროქსიზმები, რომლებიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. აღინიშნება ცალმხრივი ტკივილის შეტევები ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა, ჰიპერსალივაცია, სისხლძარღვთა, კონიუნქტივის ინექცია. სახე ფერმკრთალია, ჰიპერემიულია; ავადმყოფები განიცდიან სისხლის მოწოლას სხეულის ზედა ნახევრში. თავის ტკივილი აღწევს უმაღლეს ხარსხს – ავადმყოფები მოუსვენრად არიან, ყვირიან. შეტევის ხანგრძლივობაა 5 – 10 წუთიდან 1 – 2 საათამდე, წარმოიქმნებიან რამდენიმეჯერ დღეში; სერიების ხანგრძლივობა რამდენიმე დღე ან თვეა. ტკივილების სერიები მონაცვლეობს სრული გამოჯანმრთელების ხანგრძლივ პერიოდებთან. მამაკაცები ავადდებიან გაცილებით ხშირად, ვიდრე ქალები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook