მიელოლეიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიელოლეიკოზი – ლეიკოზი, რომელის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროს წარმოადგენს მიელოციტების წინამორბედი უჯრედი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. მწვავე მიელოლეიკოზი (მიელობლასტური ლეიკოზი) ხასიათდება ძვლის ტვინში და სისხლში ახალგაზრდა, არადიფერენცირებული (ბლასტური) უჯრედების დაგროვებით. ვლინდება სისხლდენით, სიფერმკრთალით, ცხელებით, ტკივილით ძვლებში, შემთხვევათა ნახევარში ელენთის გადიდებით. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა შესაძლოა იყოს მომატებული, ნორმალური ან დაქვეითებული. ვლინდება ბლასტური უჯრედები. აღინიშნება ანემია, თრომბოციტოპენია. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის გადანერგვა. ქრონიკული მიელოლეიკოზი (მიელოზი) ხასიათდება გრანულოციტების ჭარბი პროდუქციით (უპირატესად ნეიტროფილურის). პროცესის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება ადვილად დაღლა, ქოშინი დატვირთვისას, უმადობა, სიგამხდრე, სუბფებრილიტეტი, ოფლიანობა და სხვ. ქრონიკული მიელოლეიკოზის დამახასიათებელი ნიშანია ელენთის გადიდება ტერმინალურ სტადიაში – ცხელება, სიფერმკრთალე, სისხლდენადობა, ტკივილები ძვლებში. დიაგნოზი დასტურდება ნეიტროფილური ლეიკოციტოზის გამოვლენით, მოუმწიფებელი გრანულოციტების არსებობით პერიფერიულ სისხლში და ურედული ელემენტების შემცველობის გაზრდით ძვლის ტვინში. დაავადების ტერმიანლური სტადიის ნიშანია – ბლასტური კრიზი (სისხლში და ძვლის ტვინში ბლასტური უჯრედების მომატება). მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის გადანერგვა, ჩვენების მიხედვით – სპლენექტომია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook