მიელომური დაავადება

მიელომური დაავადება – 1. ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების ჯგუფიდან – პლაზმური უჯრედების ზრდა ძვლის ტვინის ინფილტრაციით, ძვლოვანი ქსოვილის დაშლით და ნორმალური სისხლწარმოქმნის დარღვევით. ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, ოსტეოლიზის მრავლობითი კერებით, ძვლებში ტკივილით, ჰიპერკალციემიითა და სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით, ცილოვანი ცვლის დარღვევით, თირკმელების დაზიანებით, ანემიით. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ზოგჯერ – სხივური თერაპია, პლაზმოფერეზი. 2. სისხლმბადი ორგანოების დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის ტვინის რეტიკულოპლაზმური უჯრედების სიმსივნური ტიპის პროლიფერაციითა და ძვლებში დესტრუქციული ცვლილებებით, სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook