მიკრობული ეგზემა

მიკრობული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ხასიათდება მკვეთრი შემოსაზღვრულობით, მრგვალი ან მსხვილკუწუბისებური მოხაზულობებით. არც თუ იშვიათად პერიფერიაზე მოჩანს აშრევებული რქოვანა შრის საყელო. დაზიანებული უბანი ხშირად დაფარულია ფირფიტისებრი ქერქებით, რომელთა მოცილების შემდეგ წარმოიქმნება ერთიანი, სველი ზედაპირი, რომელზეც მკვეთრად მოსჩანს ,,სეროზული ჭების’’ გამოვლინებები. მიკრობული ეგზემა ლოკალიზებულია წვივებზე, მტევნების ზურგებზე, იშვიათად – თავის თმიან ნაწილზე. პირველადი კერის წარმოქმნის შემდეგ არც თუ იშვიათად ვითარდება პროცესის დისემინაცია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian