კატის ნაკაწრის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კატის ნაკაწრის დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვემწვავე რეგიონული ლიმფადენიტით. გამოწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს. დასნებოვნება ხდება კატის, იშვიათად  –  ძაღლის ნერწყვის მოხვედრით დაზიანებულ კანზე ან თვალის კონიუნქტივაში. ვლინდება ახლომდებარე ლიმფური კვანძების მკვეთრი გადიდებითა და მცირე მტკივნეულობით, რომლებიც ხშირად ჩირქდება. დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა