კბილთა რიგის დეფექტები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კბილთა რიგის დეფექტები – ერთი ან რამდენიმე კბილის არარსებობა კბილთა რკალის მთლიანობის დარღვევით. წარმოიქმნება კბილების დაკარგვის შედეგად, რაც თავის მხრივ გამოწვეულია გართულებული კარიესით, პაროდონტის დაავადებებით, ტრავმით. შესაძლებელია თანდაყოლილი ადონტია ან ცალკეული კბილის ამოჭრის შეფერხება. სიმპტომები. ღეჭვის ფუნქციის დარღვევა; კბილთა რიგის ერთი ნაწილი გადატვირთულია, ხოლო მეორე არ ფუნქციონირებს, ხდება კბილების გადანაცვლება და ოკლუზიური ზედაპრის დეფორმაცია. შესაძლებელია მეტყველების დარღვევები, კოსმეტიკური დეფექტი. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დეფექტის ლოკალიზაციაზე და გავრცელებაზე, ასევე თანკბილვის სახეზე, კბილებისა და პაროდონტის მდგომარეობაზე, კბილების დაკარგვის მიზეზებზე, მათი დაკარგვის ვადებზე და ავადმყოფის ასაკზე. მკურნალობა. დეფექტების ჩანაცვლება  პროთეზებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა