კელერის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კელერის დაავადება – ოსტეოქონდროპათია ერთი ან ორივე ნავისებრი ძვლის, ან მე – 2 ან მე – 3 წინატერფის ძვლების თავების დაზიანებით. პირველი ვარიანტი ხშირია 6 – 12 წლის ასაკის ბიჭებში; ვლინდება ტკივილებით ტერფის ზურგის მხარეს და კოჭლობით, გრძელდება 2 წელიწადს და გაივლის უკვალოდ. მეორე ვარიანტი ვითარდება უპირატესად ქალებში 10 – 20 წლის ასაკში, ვლინდება ტერფის მე – 2 – 3 თითების ტკივილით, რაც ძლიერდება სიარულისას, საბოლოდ იწვევს დეფორმირებადი ართროზის განვითარებას. მკურნალობა: მოძრაობის შემცირება, იმობილიზაცია თაბაშირის ლონგეტით, ფიზიოთერაპია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა