კიბნერის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კიბნერის სინდრომი – თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზი. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. განარჩევენ უბრალო და დისტროფიულ ფორმებს. დამახასიათებელია ბუშტუკების წარმოშობა მექანიკური ტრავმის შემდეგ. ბუშტუკები ზედაპირულია, მისი შემადგენლობა – გამჭვირვალე ან ჰემორაგიული. ლოკალიზაცია ხდება წვივების, მუხლისა და იდაყვის სახსრების ირგვლივ. დისტროფიული ფორმის დროს ბუშტუკები უპირატესად განლაგებულია ეპიდერმისსა და დერმას შორის, უბრალო ფორმის დროს – ეპიდერმისში. მიმდინარეობა ქრონიკული, მორეციდივეა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა