კლებსიელოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კლებსიელოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პირობით პათოგენური მიკროორგანიზმებით – კლებსიელებით. მიმდინარეობს გასტროენტერიტის სახით. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცელში, ფაღარათით, სხეულის ტემპერატურის მომატებით. დასუსტებულ პირებში შესაძლებელია ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სეფსისის განვითარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა