კომელის ხაზოვანი იქთიოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კომელის ხაზოვანი იქთიოზი – მემკვიდრეობითი ერითროდერმიის ნაირსახეობა. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირეებში, კანის სხვადასხვა უბანში ჩნდება დიდი, ნათელი წითელი ლაქები – გეოგრაფიული რუქისმაგვარი კონტურებით, ტანზე იისფერი ან ყავისფერი ანაქერცლი, რომელიც ჰიპერკერატოზული ზონებისაგან შედგება, ხელისა და ფეხისგულების ჰიპერჰიდროზი. სინონიმი: რილეს ფიგურული წითელი კერატოზი, რილე – კომელის დაავადება, ანუ სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა