კომპრესიული ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კომპრესიული ნევროპათია – პერიფერიული ნერვების დაზიანების კრებითი სახელი, რომლებიც წარმოიქმნება ნერვების გაჭყლეტით ძვალ – ფიბროზულ – კუნთოვან არხებში ან გარე ზეწოლით. თუკი ნერვის მიჭყლეტამ გამიწვია მისი ფოკალური დემიელინიზაცია, შესაძლოა მოხდეს სპონტანური აღდგენა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, აქსონის დაზიანებისას აღდგენა მიმდინარეობს შედარებით ნელა და ხშირად არასრულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა