კონიუგაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონიუგაცია – (ლათ.conjugatio  დაახლოება, შეერთება, სინაფსისი, სინდეზი, პარასინაფსისი, პარასინდეზი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზაში ჰომოლო­გიური ქრომოსომების დაახლოების პროცესი წყვილების წარმოქმნით. კონიუგაცია განაპირობებს დაახლოებული ჰომოლოგიური ქრომოსომების გენებისა და მთელი უბნების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას. ტერმინი შემოიღო ბოვერიმ (1892). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – მეიოზის პროცესში ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთმანეთთან დროებითი შეხება.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა