კორონაროგრაფია

კორონაროგრაფია გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების ზუსტი და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს კორონარული არტერიების სტენოზის ხარისხი და  ლოკალიზაცია, მოხდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა (ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება თუ აორტულ-კორონული შუნტირება). კორონაროგრაფიის დროს ხდება რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მარცხენა და მარჯვენა კორონარულ არტერიაში შეყვანა სპეციალური კათეტერის მეშვეობით და სერიული რენტგენის სურათების გადაღება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


კორონაროგრაფიის ჩატარების ჩვენებები:

  • გულის კუნთის იშემიის ობიექტური ნიშნები, შესაბამისი ცვლილებები ეკგ -ზე
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტის დადებითი შედეგი (ველოერგომეტრია, ტრედმილ-ტესტი, სტრეს ექოკარდიოგრაფია,)
  • დაძაბვის და მოსვენების სტენოკარდიის შეტევები
  • მიოკარდის ინფარქტი (კორონაროგრაფია ტარდება გადაუდებლად პირველი 12 საათის განმავლობაში)
  • ადრეული პოსტინფარქტული სტენოკარდია (სტენოკარდიული შეტევების აღმოცენება მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ მალევე)
  • სიცოცხლისათვის საშიში რითმის დარღვევების არსებობისას
  • გულის სარქვლებზე ოპერაციის წინ
  • დიფერენციალური დიაგნოსტიკა გულის არაკორონაროგენულ (რაც არ არის დაკავშირებულის კორონარული არტერიების დაზიანებასთან) დაავადებებთან
  • გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ აუცილებელია კორონაროგრაფია ჩატარდეს ყოველწლიურად შემოწმების  მიზნით
  • გულის იშემიური დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობისას ან მცირე სიმპოტმების არსებობისას (ტიპიური გამოვლინებების გარეშე)

კორონაროგრაფიის ჩატარების წინ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები: ჰეპატიტის მარკერების განსაზღვრა, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, რიგ შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ექოკარდიოგრაფია და ეკგ-ს ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება.

გარდა ამისა კორონაროგრაფიის ჩატარების წინ აუცილებლად უნდა პაციენტის გამოკითხვა თანმხლები ქრონიკული დაავადების არსებობაზე, როგორიცაა წყლულოვანი დაავადება,  შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ასევე გადატანილი ინფარქტისა და ინსულტის, მედიკამენტებზე  ალერგიული რეაქციის არსებობის თაობაზე.  გადასვლა >ანალიზები, დიაგნოსტიკა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..