კრუნჩხვითი მდგომარეობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრუნჩხვითი მდგომარეობები – (ნერვ. დაავ.) ცალკეული კუნთების (ლოკალური) ან მთელი სხეულის კუნთების (გენერალიზირებული) უნებლიე შეკუმშვები. გენერალიზირებული კრუნჩხვების შეტევები გვხვდება ეპილეფსიის, ქალა – ტვინის ტრამვების, სიმსივნეების, ენცეფალიტების, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ზოგადი ინფექციების (ბავშვებში), ინტოქსიკაციების, ორსულთა ეკლამფსიების დროს. ხშირად აღნიშნული შეტევები სრულდება გონების დაკარგვით, შარდის უნებლიე გამოყოფით, ენის მოკვნეტით. ლოკალური კრუნჩხვები ვლინდება თავის ტვინის სიმსივნეების, ენცეფალიტების, ქალა – ტვინის ტრამვების შემდეგ. კრუნჩხვითი მდგომარეობის ყველაზე მძიმე ფორმა – ეპილეფსიური სტატუსი, რომლის დროსაც ერთმანეთის მიყოლებით ვითარდება შეტევები. ამასთან შესაძლებელია სიკვდილი ასფიქსიის, გულის მუშაობის დარღვევის გამო. პროფილაქტიკა. პირებმა, რომელთაც აწუხებთ კრუნჩხვითი მდგომარეობები, თავი უნდა აარიდონ გადახურებას, ალკოჰოლის მიღებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა