კურმან – ბატენ – შტეინერტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კურმან – ბატენ – შტეინერტის დაავადება – მიოტონური დისტონია. დაავადება ატარებს მემკვიდრეობით ოჯახურ ხასიათს და ხასიათდება ამიოტონური, მიოტონური და ენდოკრინული სიმპტომთკომპლექსით. ატროფიულია სახის, მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი, წვივის მცირე კუნთები, წინამხრის და მტევნის ექსტენზორები. აღინიშნება ბრადიკარდია, ჰიპოტონია, გულის გაფართოება, პირველი ტონის გაორება, სისტოლური შუილი მწვერვალზე, სასქესო ჯირკვლების ატროფია, ნაადრევი კატარაქტი, თმების გაცვენა, კახექსია, ძირითადი ცვლის დაქვეითება. ფსიქიკური განუვითარებლობა, ინტელექტუალურ – ეთიკური ჩამორჩენილობით, აფექტურობა. ეტიოპათოგენეზი გაურკვეველია. სინონიმი: შტეინერტ – ბატენის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა