ლეიშმანიოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლეიშმანიოზები – პარაზიტული დაავადება, გამოწვეული ლეიშმანიებით; ადამიანთან მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით: 1. ვისცერული ლეიშმანიოზი; 2. კანის ლეიშმანიოზი; 3. კან – ლორწოვანის ამერიკული ლეიშმანიოზი (ესპუნდია). ვისცერული ლეიშმანიოზი ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. კანის ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულების განვითარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა