ლენეგრის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლენეგრის დაავადება – (J. Lenegre, ფრან. კარდიოლოგი; სინ.: ბლოკადა იდიოპათიკური ქრონიკული, გულის გამტარი სისტემის დაავადება, იზოლირებული) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის გამტარი სისტემის დისტროფიული და სკლეროზული ცვლილებებით, მიოკარდის დანარჩენი ნაწილისა და გვირგვინოვანი არტერიების დაზიანების გარეშე; ვლინდება წინაგულ – პარკუჭოვანი და პარკუჭთაშიგა გამტარობის დარღვევებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა