ლიმნის ქერქის სინდრომი

ლიმნის ქერქის სინდრომი – სარძევე ჯირკვლის კანის გასქელება და ფოროვნება. სინდრომი ვითარდება ნელა, თანდათანობით და ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიან სტადიებზე, ასევე სარძევე ჯირკვლებისა და იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების ინფექციური დაავადებების დროს. კანი ემსგავსება ლიმნის ან ფორთოხლის ქერქს ლიმფური შეშუპების გამო.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი