ლიმფოეპითელიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფოეპითელიომა – (lymphoepithelioma; ლათ. Lympha სუფთა წყალი + ეპითელიომა; სინ.: შმინკეს სიმსივნე, სინციტიალური კარცინომა, გარდამავალ – უჯრედოვანი კიბო) ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახესხვაობა. როგორც წესი ლიმფოეპითელიომა ვითარდება ლიმფოიდური ქსოვილით მდიდარ ხახის პირისა და ცხვირის ნაწილებში; ხშირია 30 – 40 წლის ასაკში, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბავშვებშიც. ლიმფოეპითელიომის კლინიკური მიმდინარეობა განპირობებულია სიმსივნის ზრდის ინფილტრაციული ხასიათით, ადრეული მეტასტაზირებისადმი მიდრეკილებით კისრის ღრმა ლიმფურ კვანძებში და პროცესის სწრაფი გენერალიზაციით. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ლიმფოეპითელიომის ლოკალიზაციაზე და გავრცელებაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა