ლოკალიზებული გინგივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლოკალიზებული გინგივიტი – ეტიოლოგია. ღეჭვით, კბილის ჯაგრისით, კბილის საწმენდით მიღებული ტრავმა. პათოგენეზი უკავშირდება საკვების გაჭედვას კბილებს შორის შუალედებში, კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის დარღვევის დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ლოკალიზებული გინგივიტის დროს ტკივილი ძლიერდება ჭამის დროს. დვრილი ჰიპერემიული, შეშუპებულია. ქრონიკულის დროს  –  აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი, რომელიც გაივლის კბილებს შორის გაჭედილი საკვების ამოღების შემდეგ. ღრძილი შეშუპებული, ციანოზურია, შესაძლოა იყოს ატროფიული, დაწყლულებული და სისხლმდენი. კბილებზე აღინიშნება აპროქსიმალური დეფექტები ან არასრულფასოვანი ბჟენები. რენტგენოლოგიურად: კბილთაშუა ძგიდეები შენარჩუნებულია. მკურნალობა. კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის აღდგენა დაბჟენით ან სხვ. პროგნოზი რაციონალური მკურნალობის დროს კარგია. პროფილაქტიკა  –  აპროქსიმალური კარიესის რაციონალური მკურნალობა. მკურნალობის გარშე ღრძილში ანთებითი პროცესი პროგრესირებს, ვითარდება ლოკალური პაროდონტიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა