ლორწოვანი დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლორწოვანი დისტროფია – (ბერძ. Dys –  + trophe კვება; სინ.: კოლოიდური დისტროფია) გლიკოპროტეიდების ცვლის მოშლა, რომელიც ხასიათდება ლორწოსა (მუცინის) და ლორწოსმაგვარი ნაერთების (ფსევდომუცინების ან მუკოიდების) დაგროვებით შემაერთებელი ქსოვილისა და მისი წარმოებულების (ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილი) ეპითელურ უჯრედებში, ან ძირითად ნივთიერებაში. განასხვავებენ პარენქიმულ და მეზენქიმულ ლორწოვან დისტროფიას. პარენქიმული დაკავშირებულია ეპითელური უჯრედების მიერ ლორწოს წარმოქმნისა და გამოყოფის დარღვევასთან, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მუცინის დაგროვებით უჯრედებში. მეზენქიმული ლორწოვანი დისტროფიის დროს შემაერთებელ ქსოვილში გროვდება ლორწოსმაგვარი ნივთიერება გლიკოპროტეიდების ჯგუფიდან, რომელთა შორის არის ჰიალურინისა და ქონდროიტინგოგირდის მჟავები. ქსოვილების ამგვარი გალორწოვნება შესაძლოა იყოს ადგილობრივი ან ზოგადი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა