ლოუს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლოუს სინდრომი – (Ch. U. Lowe, ამერ. პედიატრი; სინ.: ოკულურ-ცერებრულ-რენული სინდრომი) მემკვიდრეობითი სინდრომი, რომელიც ხასიათდება თვალების დაზიანებით, გონებრივი ჩამორჩენით, შარდთან ორგანული მჟავების გაზრდილი გამოყოფით. სინდრომი გვხვდება შედარებით იშვიათად, ავადდებიან მხოლოდ ბიჭუნები; დედები გადასცემენ დაავადებას, მაგრამ თვითონ არ ავადდებიან. სინდრომი კლინიკურად ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენით, კუნთების ჰიპოტონიით, ჰიპო –  და არეფლექსიით, ორმხრივი კატარაქტით, გლაუკომით, ნისტაგმით. ძვლოვანი სისტემის მხრივ, შესაძლოა აღინიშნებოდეს რაქიტისმაგვარი ცვლილებები; დამახასიათებელია აგრეთვე ტემპერატურის არარეგულარული აწევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა