ლპობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლპობა – რთული აზოტშემცველი ნითიერების (ძირითადად ცილების) დაშლა ლპობის ბაქტერიების შემწეობით. ლპობა შეიძლება გამოიწვიონ როგორც ანაერობულმა, ისე აერობულმა მიკრობებმა. აერობულ პირობებში ლპობა შეიძლება გაგრძელდეს საბოლოო პროდუქტების – ამიაკის და ნახშირორჟანგის წარმოქმნამდე. ანაერობული პროცესის დროს გროვდება გაჯერებული და გაუჯერებელი არომატული ჯგუფის ცხიმოვანი მჟავები, კეტო –  და ოქსიმჟავები, დეკარბოქსილირებული ამინები, რომელთაგან ბევრი შხამიანია. ლპობის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ბრუნვაში. ლპობა ხდება როგორც ნიადაგში, ისე ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებშიც. ამ დროს წარმოქმნილი მომწამვლელი ნივთიერებები, მაგ., ინდოლი, სკატოლი., ღვიძლში ნეიტრალდება. ლპობის ბაქტერიები იწვევენ საკვები პროდუქტების გაფუჭებასაც. თ. ჭანიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა