ლპობითი მასტიტი

ლპობითი მასტიტილპობითი მასტიტი (განგრენოზული მასტიტი) – ხასიათდება ინფექციის სწრაფი პროგრესირებით, სისხლძარღვთა თრომბოზის, სისხლმომარაგების დარღვევისა და ჯირკვლის ქსოვილის, ცხიმოვანი უჯრედისისა და კანის ნეკროზის პროგრესირების გამო. ავადმყოფის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, არაიშვიათად ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ინტოქსიკაციის, სეფსისის ფონზე.

მკურნალობა  –  სასწრაფო ოპერაცია, ჩირქგროვის გახსნა, ნეკროზის უბნების ამოკვეთა, ჭრილობის აქტიური დრენირება. მასიური ანტიბიოტიკოთერაპია. პროცესის პროგრესირების დროს ნაჩვენებია ჯირკვლის ამოკვეთა (მასტექტომია).

პროგნოზი – სერიოზულია. გართულებები: სეფსისი, სუბპექტორალური ფლეგმონა. გადასვლა >> მასტიტი

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი