მადიფერენცირებელი მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მადიფერენცირებელი მიტოზი – (mitosis differentiativa ბერძნ. mitos – ძაფი, ლათ.differentiatio – განსხვავება) ასიმეტრიული მიტოზი, რომლის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა პოტენციის ორი შვილეული უჯრედი. ჩვეულებრივ, ერთი მათგანი ინარჩუნებს გამრავ­ლების უნარს, მეორე კი დიფერენცირებას იწყებს და აღარ იყოფა. მადი­ფერენცირებელი მიტოზები განაპირობებს უჯრედების სხვადასხვა დიფერენცირებას ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარების პროცესებში. ტერმინი შემოიღო ბაუერმა (1952). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა