მაკ კიტრიკ – უილოკის სინდრომი

მაკ კიტრიკ – უილოკის სინდრომი – ნაწლავის ადენომით ავადმყოფებში ელექტროლიტური დარღვევების სიმპტომთკომპლექსი. ვლინდება ჩვეულებრივ მოხუცებულობის ასაკში. ნიშნები: პროფუზული ქრონიკული ლორწოვანი ფაღარათი (სისხლი განავალთან ერთად არ აღინიშნება), ტენეზმი, დეჰიდრატაცია, მიდრეკილება სისხლის მიმოქცევის დარღვევისადმი, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპოკალიემია, იშვიათად გასინჯვისას (პალპაცია, რექტალური გასინჯვა, რექტოსკოპია) სიგმაში ან სწორ ნაწლავში შესაძლებელია ადენომის დადგენა. [“3”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი