მართვის ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მართვის ფსიქოლოგია – 1. (ფსიქოლოგია) დარგი, რომელიც შეისწავლის მმართველობითი მოღვაწეობის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს. მართვის ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანაა, ფსიქოლოგიური პირობებისა და მმართველობითი მოღვაწეობის თავისებურებების ანალიზი, მართვის სისტემის მუშაობის ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით. 2. ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებსა და თავისებურებებს შრომითი საქმიანობის პროცესში, შესაძლებლობას იძლევა მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული ფსიქოლოგიის კანონები მართვის ორგანიზაციაში. მართვის ფსიქოლოგიის პრონციპები და მეთოდები გამოიყენება კადრების შერჩევისა და გადანაწილებისას, შრომითი კოლექტივების ფორმირებისას ადამიანების, მათი უნარ – ჩვევების, ტემპერამენტის, ხასიათის თავისებურებების, ამოცანების განაწილების და ფუნქციის სოციალურ – ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა