მარკეზანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარკეზანის სინდრომი – (O. Marchesani, გერმ. ოფთალმოლოგი)განვითარების მემკვიდრეობითი მანკი, რომელიც ხასიათდება ტანდაბლობით, ბროლის ქვეამოვარდილობით და ბრაქიდაქტილიით. მარკენაზის სინდრომით დაავადებულისათვის დამახასიათებელია დაბალი ტანი, თავის ფორმის თანდაყოლილი დეფექტები, კუნთებისა და კანქვეშა უჯრედისის ჭარბი განვითარება; ზედა და ქვედა კიდურები იმდენად მოკლეა, რომ ავადმყოფებს არ ძალუძთ საკუთარი თავზე ხელების შემოხვევა. ოფთალმოლოგიურად ვლინდება მკვეთრი მიოპია, გლაუკომა, ბროლის ანომალიები; ფსიქიკური განვითარება ნორმალურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა