მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა – (insufficientia ventriculi sinistri: სინ. გულის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა) გულის უკმარისობა, რომელიც განპირობებულია მარცხენა პარკუჭის ზედმეტი დატვირთვით, რაც იწვევს სისხლის გადასროლის შემცირებას სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში, მარცხენა წინაგულის გაწელვასა და სისხლის შეგუბებას მცირე წრეში; აღინიშნება მაგ., გულის მანკების, მარცხენა პარკუჭის მიოკარდის მძიმე დაზიანებების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა