მგლურა გაყინული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მგლურა გაყინული – (სინ.: lupus pernio, გაყინული სარკოიდი, გაყინული ლუპოსარკოიდი) კანის სარკოიდოზის იშვიათი ფორმა; ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მოყინვამ, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, ტუბერკულოზურმა ინტოქსიკაციამ. კლინიკურად ვლინდება ქუთუთოს, ლოყების, ყურის ნიჟარების, იშვიათად მტევნებისა და ტერფების კანზე მტკივნეული, მკვრივი, იისფერ – მოწითალო ფერის, შეხებისას ცივი კვანძებისა და ბალთების გაჩენით, გლუვი დაჭიმული ბალიშისმაგვარი ზედაპირით. დაზიანებულ ადგილზე ხშირად აღინიშნება კანის ატროფია. რიგ შემთხვევებში ზიანდება პირის ღრუს, ცხვირის ლორწოვანი გარსებიც, ასევე ფილტვები, ელენთა, ლიმფური კვანძები, სახსრები, კუნთები. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, გამწვავებები აღინიშნება ზამთრის პერიოდში; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა