მეკელის დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეკელის დივერტიკული – წარადგენს ნაღვლის სადინრის ნარჩენს. გვხვდება 2 – 3% სიხშირით. მდებარეობს თეძოს ნაწლავის ჯორჯლის საპირისპირო მხარეზე 60 – 100 სმ ილეოცეკური კუთხიდან. ეს არის ჭეშმარიტი დივერტიკული, მის კედელში ნახულობენ ნაწლავის ყველა შრეს, შესაძლებელია ასევე კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის ექტოპირებული ქსოვილის, მსხვილი ნაწლავის ეპითელის კუნძულების არსებობაც. სიმპტომები. გაურთულებელი დივერტიკული მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ავადყოფთა ნახევარი 10 წელზე უმცროსი ასაკისაა, ნახევარი – 30 წელზე ახალგაზრდა. ზოგჯერ პირველი სიმპტომია სისხლდენა ნაწლავიდან, რომლის წყაროა კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის დაწყლულება. წარმოქმნილმა დივერტიკულმა შესაძლებელია სიმულირება მისცეს მწვავე აპენდიციტის, განვითარებას, ამასთან ოპერაციამდელი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ მწვავე აპენდიციტის კლინიკური სურათის შეუსაბამობისას, რომელიც ვლინდება აპენდექტომიის დროს, ჭიისებრი წანაზარდის ცვლილებებთან, აუცილებელია თეძოს ნაწლავის რევიზია. სხვა გართულებებია: პერფორაცია თავისუფალ მუცლის ღრუში პერიტონიტის განვითარებით, ნაწლავთა გაუვალობის, კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის მალიგნიზაციითა და კიბოს განვითარებით. შესაძლებელია რამდენიმე გართულების ერთდროული არსებობაც. პროგნოზი კეთილსაიმედოა. 2.  თანდაყოლილი პათოლოგია: თეძოს ნაწლავის კედლის ტომრისმაგვარი გამობერვა მისი ქვედა მესამედში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა