მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ქორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ქორეა – დაავადება, რომელიც გადაეცემა მემკვიდრულობის ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში გენერალიზებული ქორეული ჰიპერკინეზებით, რომელიც შერწყმულია ატაქსიასთან, დიზართრიასთან, კანკალთან. დამახასიათებელია არაპროგრესირებადი მიმდინარეობა, ინტელექტუალური დარღვევების არარსებობა. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა