მემკვიდრეობითობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მემკვიდრეობითობა – ობიექტურად აუცილებელი კავშირი ახალსა და ძველს შორის განვითარების პროცესში, უარყოფის უარყოფის კანონის ერთ – ერთი ყველაზე არსებითი ნიშანთაგანი. მეტაფიზიკისაგან განსხვავებით უკვე მატერიის მოძრაობის ფორმათა გენეზისი გვიჩვენებს, რომ მოძრაობის ყოველი მაღალი ფორმა, რომელიც მემკვიდრეობითაა დაკავშირებული დაბალ ფორმებთან, მათ კი არ აუქმებს, არამედ შეიცავს და იქვემდებარებს. დიალექტიკურად გაგებული უარყოფა გულისხმობს ძველის არა მხოლოდ ლიკვიდაციას, არამედ იმ პროგრესულის, რაციონალურის შენარჩუნებასა და განვითარებას, რაც წინა საფეხურებზე იყო მიღწეული, რის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა როგორც ყოფიერებაში, ისე შემეცნებაშიც. მემკვიდრეობითობის პროცესთა სწორ გაგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განვითარების, მეცნიერების, ხელოვნების პროგრესის კანონზომიერებების ანალიზისათვის და როგორც წარსულის მიღწევებისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულების, ისე კულტურული მემკვიდრეობის ნიჰილისტური უარყოფის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა