მენინგეალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მენინგეალური სინდრომი – (ნერვ. დაავ.) თავის ტვინის გარსების გაღიზიანება, რომელიც შესაძლოა აღინიშნებოდეს მრავალი ინფექციის, ინტოქსიკაციების, მენინგიტების, ქალას შიდა წნევის მომატების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების დროს. სიმპტომები. თავის ტკივილი, სინათლის, შეხების და ხმაურისადმი მგრძნობელობის მომატება. ნერვული ფესვის გაღიზიანების გამო ვითარდება კუნთების რეფლექტორული დაჭიმულობა (რიგიდობა). შეუძლებელია ავადმყოფის თავის მკერდთან მიტანა. აგრეთვე შეუძლებელია მენჯ – ბარძაყის და მუხლის სახსარში მოხრილი ფეხის სრული გაშლა მუხლში (კერნინგის სიმპტომი). მკურნალობა. ძირითად დაავადებზე ზემოქმედება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა