მეორე რიგის სპერმატოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეორე რიგის სპერმატოციტები – (spermatocyti secundarii ბერძნ. sperma – თესლი, cytos – უჯრედი, სინ.პრესპერმატიდები, მეორადი სპერმატოციტები) განვითარებადი მამრობითი სასქესო უჯრედებია, რომლებიც წარმოიქმნებიან პირველი რიგის სპერმატოციტებისაგან მომწიფების პირველი გაყოფის შედეგად. ისინი შეიცავენ ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს, ამასთან მეორე რიგის სპერმატოციტების ნახევარს აქვს X – სასქესო ქრომოსომა, ხოლო უჯრედების მეორე ნახევარს – Y – ქრომოსომა. მეორე რიგის სპერმატოციტები (ანუ პრესპერმატიდები) მოკლე დროის განმავლობაში არსებობს და ჩქარა მომწიფების მეორე გაყოფას (ეკვაციურ დაყოფას) ასრულებს თითოეული უჯრედიდან ორი ჰაპლოიდური სპერმატიდის წარმოქმნით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა