მეტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეტრიტი – 1. (გინეკ.) საშვილოსნოს ყველა გარსის ანთება. ვითარდება ენდომეტრიტის პროგრესირების შედეგად, ხშირად არის გენერალიზირებული სეფსისის გამოხატულება. სიმპტომები, მიმდინარეობა. მსგავსია ენდომეტრიტის კლინიკური სურათისა, თუმცა ატარებს უფრო მძიმე ხასიათს და ხშირად მას თან სდევს პელვიოპერიტონიტი. 2. საშვილოსნოს სხეულის ანთება; თუკი ანთებითი პროცესი ლოკალიზდება მხოლოდ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის საზღვრებში, მას უწოდებენ ენდომეტრიტს, საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ანთებას ეწოდება – მეტრიტი ან მიომეტრიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა