მთავარი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მთავარი უჯრედები – (cellulae magistrales) 1. კუჭის ფუნ­დალური ჯირკვლების სხეულისა და ძირის არეში ძირითადი უჯრედები (exocrinocyti principales), რომლებიც გამოიმუშავებენ პროფერმენტ პეპსინოგენსა და ფერმენტ ქიმოზინს; 2. ფარისებრახლო ჯირკვლების ნათელი უჯრედები (მთავარი პარათიროციტები – endo­crinocyti parathyroidei principales), რომლებიც ჰორმონ პარათირეო­იდინს გამო­ყოფენ; 3. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კამბიური უჯრედები, რომლებიც სუსტად იღებებიან (ქრომოფობური ადენოციტები – endocrinocyti chromophobi); 4. ეპიფიზის ნათელი უჯრედები (ანუ პინეალური უჯრედები – ნათელი პინეალოციტები – endocrinocyti pinales lucidi). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა