მიკრომილაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკრომილაკები – (microtubuli ბერძნ.micros – მცირე და ლათ. tubulus – მილაკი) უჯრედების ციტოპლაზმის გამჭოლი უწვრილესი დაუტოტველი მილაკები. შედგება ცილა ტუბულინისაგან. მათი დიამეტრია 180 – 260 Ao, სანათური 60 – 140 Ao. მემბრანების კედლების სისქე 60 Ao – მდე. ვარაუდობენ, რომ მიკრომილაკები ასრულებენ საყ­რდენ და შემკუმშავ ფუნქციას, აგრეთვე უზრუნველყოფს ციტოპლაზმის შიგნით სითხის ცირკულაციას. შედიან ცენტრიოლებისა და ბაზალურ სხეუ­ლაკთა შემადგენლობაში, წამწამებისა და შოლტების ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია; ქმნიან აქრომატულ მიტოზურ აპარატს, მონა­წილეობენ ინტერფაზულ უჯრედთა ციტოჩონჩხის წარმოქმნაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა