მიტოზის ანაფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოზის ანაფაზა – (anaphasis mitosis ბერძნ.ana – უკუ და phasis – გამოვლინება) მიტოზის მესამე, მეტაფაზის მომდევნო სტა­დია, რომლის დროს მეტაფაზური ქრომოსომების სიგრძივი ნახევრები – ქრომატიდები ჩქარა შორდება ერთიმეორეს და მიემართება აქრომა­ტული თითისტარას ქრომოსომული ძაფების გასწვრივ მისი პოლუსების მიმართულებით. ამ მო­მენტიდან ქრომატიდებს ეწოდება შვილეული ან დისეული ქრომოსომები. ქრომოსომების მოძრაობა გაპირობებულია თითისტარას ძაფების დამოკ­ლებით, აგრეთვე ცენტრომერებს შორის განმზიდი ძალების მოქმედებით. ვარაუდობენ, რომ ქრომოსომების მოძ­რაობის მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადენოზინტრი­ფოსფორმჟავას და ადენოზინტრიფოს­ფატაზის ურთიერთქმედება. ანაფაზა მთავრდება ქრომოსომების დაახ­ლოებით პოლუსებთან, სადაც ისინი წარმოქმნიან ორ ფიგურას, რომლე­ბიც ვარსკვლავებს გვანან. მი­ტოზის ამ სტადიას ზოგჯერ უწოდებენ ორი ვარ­ს­კვლავის სტადიას (დიასტერს) ან შვილეული ვარსკვლავების სტადიას. ტერმინი ანაფაზა სტრასბურგერმა შემოიღო (1884). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა