ლეიცინი

ლეიცინი – (ბერძნ. leukos – თეთრი), ამინოიზოკაპრონმჟავა, მონოამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალებია, tდნ 293 – 295°C, ცუდად იხსნება ცივ წყალში, მოლ. მასა 131,18. ლეიცინი შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცილაში. ერთ – ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა. საკვებ პროდუქტებში ლეიცინის ნაკლებობა აფერხებს ბავშვების ზრდას. მოზრდილ ადამიანს დღე – ღამეში სჭირდება 31 მგ/კგ, ახალშობილს – 425 – მგ/კგ. ლეიცინი და ზოგიერთი სხვა ამინომჟავა გამოიყენება ღვიძლის დაავადებათა, ანემიისა და ზოგიერთი ფსიქიკური სნეულების სამკურნალოდ. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი