მსხლისებრი კუნთის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი – ხასიათდება საჯდომი ნერვის მიჭყლეტით, ანთებადი ან სპაზმურ მდგომარეობაში მყოფი მსხლისებრი კუნთისა და მისი მყესის მიერ. ვლინდება ტკივილით დუნდულოს არეში, ბარძაყის უკანა ზედაპირზე, რომელიც ძლიერდება ბარძაყის როტაციის დროს და ზოგჯერ თან ახლავს მგრძნობელობის დაქვეითება წვივის ქვედა ნაწილში. კუნთის ბლოკადა ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებებით ამცირებს დაავადების სიმპტომატიკას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian