მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი. მიკროორგანიზმებში ბიოქიმიური მუტანტების შესწავლით გაირკვა ნივთიერებათა ცვლის ბევრი პროცესი, დადგენილია ბიოქიმ. რეაქიების კავშირი გენეტ. აპარატის ფუნქციონირებასთან. მრავალი მუტანტი გამოიყენება როგორც სელექციაში, ისე მუტაციური პროცესის კანონზომიერებათა დასადგენად. ა. შათირიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..