მუტაციები

მუტაციები – 1. (mutationes ლათ.mutatio – გადასხვაფერება, ცვლილება) უჯრედების მემკვიდრეობითი მასალის ცვლილება. არჩევენ მუტაციების რამდენიმე სახეს: კარიოტიპის ცვლილებას, ქრომო­სომულ აბერაციებსა და გენურ მუტაციებს. კარიოტიპის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბირთვში ქრომოსომების რიცხვის ტიპური დიპ­ლოიდურიდან გადახრასთან (ჰაპლოიდურობა, პოლიპლოი­დურობა, ანეუპლოიდურობა). ქრომოსომულ აბერაციებს თან სდევს ქრომო­სომების შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, რომ­ლებიც სინათლის მიკროსკოპში ჩანს. ამ სახის მუტაციები იყოფა ე.წ.უკმარობად (ანუ დელეციებად), დუპლიკაციებად, ინვერსიებად, ტრანსლოკაციებად და ქრომოსომების გაგლეჯად, რომელთა შესახებ დაწვრილებით იხ. შესაბამისი ტერმინების ახსნა. იხ.აგრეთვე აბერაციები ქრომოსომული. გენური ანუ წერტილოვანი მუტაციები ქრომოსომების გარკვეული წერტილების სუბმიკროსკოპული ცვლილებებია, რომელთაც თან სდევს მათში ლოკალიზებული გენების ფაქიზი ცვლილებები. როგორც ჩანს, გენური მუტაციები დაკავშირებულია დნმ – ის მოლეკუ­ლაში აზოტური ფუძეების მონაცვლეობის რიგის დარღვევასთან. სო­მატური უჯრედული მუტაციები წარმოიქმნება როგორც ბუნებრივ, ისე ექსპე­რიმენტულ პირობებში, განსაკუთრებით ხშირად კი რადიაციისა და სხვა მუტაგენური ფაქტორების გავლენით. ისინი უჯრედების მემკვიდ­რეობითი ცვლილებების წყაროა და დნმ – სა და ქრომოსომების რეპრო­დუქციის საფუძველზე შემდგომი მიტოზების დროს უჯრედიდან უჯ­რედს გადაეცემა. ტერმინი შემოიღო დე ფრიზმა (1901). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. გენეტიკური ინფორმაციის უეცარი ცვლილება, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებით (ფარმაკოლოგიური პრეპარატებით), რადიოაქტიული ფაქტორებით და სხვ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish