მწვავე არალაქტაციური მასტიტი

მწვავე არალაქტაციური მასტიტიმწვავე არალაქტაციური მასტიტი – წარმოიქმნება საკმაოდ იშვიათად, ჩვეულებრივ 40 წლის შემდეგ. აუცილებელია გულდასმითი დიფერენციალური დიაგნოზი სარძევე ჯირკვლის მასტიტისებურ კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობის დროს გაკვეთენ აბსცესის კედლის ნაწილს დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის.

რიგ შემთხვევებში სარძევე ჯირკვალში წარმოიქმნება ცხიმოვანი ნეკროზები, განპირობებული ადგილობრივი ტრავმით. ნეკროზის ზონა მდებარეობს კანთან ახლოს, თან ახლავს მტკივნეული გამკვრივება არამკაფიო კონტურებით, შესაძლებელია აღინიშნებიდეს ფლუქტუაცია, ტემპერატურა ხშირად ნორმალურია; ანამნეზში – სარძევე ჯირკვლის ტრავმა. დიაგნოზისათვის აუცილებელია ციტოლოგიური გამოკვლევა კიბოს გამოსარიცხად.

მკურნალობა –  სარძევე ჯირკვლის სექტორალური რეზექცია, სასწრაფო ჰისტოლოგიური გამოკვლევით. პროგნოზი კეთილსაიმედოა. >> მასტიტი

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი