მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი – მიეკუთვნება პროგრესირებად დემიელინიზირებად ლეიკოენცეფალიტებს და ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დისემინირებადი დაზიანებით. დაავადება ინფექციურ – ალერგიული ხასიათისაა; გამომწვევი სავარაუდოდ ნეიროტროპული ვირუსია. დაავადება ხშირად ვითარდება რესპირატორული ან ნაწლავური ინფექციის კვალდაკვალ. იწყება მწვავედ; აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სუსტე, შემცივნება ტემპერატურის მომატება, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა, სურდო. დაავადების მე – 2 – 7 დღეზე ვლინდება გაფანტული ნევროლოგიური სიმპტომები: ცენტრალური ქალა – ტვინის ნერვების და კიდურების ცენტრალური და რადიკულონევროზული ხასიათის დამბლები და პარეზები, ზოგჯერ კიდურების ატაქსია, სპინალური და ფესვური ტიპის მგრძნობელობის მოშლა, იშვიათად მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა. ავადმყოფთა ნაწილში ვლინდება მენინგეალური სიმპტომები, ნერვული ღეროების ადგილობრივი ტკივილი. დაავადება ხშირად მთავრდება რამდენიმე კვირაში, ან თვეში გამოჯანმრთელებით, თუმცა ხშირად რჩება მყარი, ნევროლოგიური დეფექტები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook