მწვავე ლარინგიტი

მწვავე ლარინგიტი

მწვავე ლარინგიტი (ხორხის ანთება) – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) – ვითარდება უხშირესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე კატარის, გრიპის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს, აგრეთვე ხმის გადაძაბვის შედეგად. სიმპტომები. ანთების ხარისხიდან გამომდინარე – ხმის შეცვლა მსუბუქი ჩახლეჩიდან მის სრულ დაკარგვამდე, ხველა, ყელის სიმშრალე, წვა. ზოგჯერ ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, თავის ტკივილი.

ადგილობრივად – მთელი ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, განსაკუთრებით ხმის იოგების, რომლებიც გაჯირჯვებული და ლორწოთი დაფარულნი არიან. მკურნალობა. საოჯახო რეჟიმი, სიწყნარე, სათბური კომპრესები, ორთქლის ან მენთოლის ინჰალაციები. ძალიან ცივი ან ცხელი, აგრეთვე ცხარე საკვებზე უარის თქმა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.