ნაწიბური

ნაწიბური – (cicatrix) შემაერთებელი ქსოვილის უბანი, რომელიც ჩაენაცვლება კანის, ლორწოვანი გარსის, ორგანოს ან ქსოვილის დაზიანებით ან პათოლოგიური პროცესით გამოწვეულ დეფექტს; ნაწიბურის წარმოქმნის პროცესს ეწოდება დანაწიბურება და წარმოადგენს რეპარაციული რეგენერაციის გამოვლინებას. ამასთან, ნაცვლად დაღუპულის იდენტურისა, ვითარდება შემაერთებელი ნაწიბუროვანი ქსოვილი.2.  მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც შედგება ჰიალინური კოლაგენური ბოჭკოებით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილისაგან, წარმოქმნილი რეპარაციული რეგენერაციისას – როგორც შედეგი ანთებადი პროცესისა.

 ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian