ნევრასთენია

ნევრასთენია – ნევროზი, რომელიც გამოწვეულია გადაღლით ან ფსიქოტრავმული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით. ვლინდება მომატებული აგზნებადობით, ემოციური არამდგრადობით, სწრაფი გამოფიტვით, ძილის დარღვევით, ვეგეტატური დარღვევებით.
როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ის 1869 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა გეორგ ბირდმა აღწერა.

ნევრასთენიის ყველაზე ხშირი სიმპტომია თავის ტკივილი; იგი იწყება ძირითადად საღამოობით და აქვს დიფუზური ხასიათი. სხვა სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა
  • სწრაფი დაღლა გონებრივი მუშაობისას
  • ფიზიკური სისუსტე
  • არტერიული წნევის მერყეობა
  • გარიზიანებადობა
  • ყურადღების შესუსტება
  • ძილის დარღვევა, ხშირი გაღვიძებები

თავბრუსხვევას აქვს სპეციფიკური ხასიათი – შეიგრძნობა მხოლოდ თავში, გარშემო არსებული საგნები არ იცვლება. ყველაზე უფრო ხშირად თავბრუსხვევა ვლინდება:

  • ფიზიკური დატვირთვისას
  • ძლიერი ფსიქოემოციური სტრესის დროს
  • ამინდის ცვალებადობის დროს

ნევრასთენიას აქვს ასევე გულ-სისხლძარღვთა ნიშნები, ესენია:

  • ტაქიკარდია
  • კანის სიფერმკრთალე, ან შეწითლება
  • დისკომფორტი, ტკივილი გულის მიდამოში

ნევრასთენიით დაავადებულ პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს დისპეფსიური სიმპტომები, ესენია:

  • მადის დაქვეითება
  • კუჭის მოქმედების დარღვევები (ფაღარათი ან ყაბზობა)
  • გულძმარვა
  • მუცლის შბერილობა
  • სიმძიმე კუჭის არეში

გამოიყოფა ნევრასთენიის ორი ფორმა:

ჰიპერსთენიული – რომლის დროსაც ჭარბობს გამღიზიანებლობა, ემოციური გაუწონასწორებლობა, შფოთვა და დაძაბულობა.
ჰიპოსთენიული – რომლის დროსაც გამოხატულია ასთენია, ვეგეტატიური დარღვევები.

პაციენტი რეაგირებს ნებისმიერ ხმაზე; აღიზიანებს ხმაური, ლაპარაკი; ხშირად უმიზეზოდ უყვირის ოჯახის წევრებს, კოლეგებს.
დღის განმავლობაში ნევრასთენიკი რამდენჯერმე ტოვებს სამუშაო ადგილს, რადგან ვერ კონცენტრირდება მუშაობის პროცესზე, ან ზედმეტად გაღიზიანებულია ირგვლივ მყოფებზე.

მიზეზები

ნევრასთენიის მაპროვოცირებელია გადაღლა, ხანგრძლივი პერიოდები სრულფასოვანი დასვენების გარეშე, ჭარბი ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვები. დაავადება განსაკუთრებით  ხშირია იმ პირებში, რომლებსაც აქვთ:

  • დაძაბული სამუშაო
  • ძილის დარღვევები
  • რეგულარული სტრესული სიტუაციები

გახანგრძლივებული კონფლიქტები და პირადი ტრაგედიები ხშირად აპროვოცირებენ ნევრასთენიას. ასევე აღსანიშნავია ქრონიკული ინტოქსიკაციები და სომატური დაავადებები. რისკის ზონაში იმყოფებიან  – 

  • სუსტი ფსიქიკის მქონენი (თანდაყოლილი თავისებურება)
  • ენდოკრინული დაავადებით დაავადებულები
  • შინაგანი კონფლიქტის მქონენი
  • მწეველები და ალკოჰოლიკები
  • მოშიმშილეები

ნევრასთენული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი კონფლიქტების, ოჯახური და სამსახურეობრივი  პრობლემების დროული გადაწყვეტა.
ინფექციური დაავადების დროული მკურნალობა და ჰორმონული ფონის კონტროლი. საუკეთესო პრევენციაა სპორტით დაკავება.

მკურნალობა

ნევრასთენიის მკურნალობა კოპლექსურია – პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს პირველადი მიზეზი. პრეპარატების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლოა ამას მოჰყვეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება. ნაჩვენებია:

  • რეგულარული გასეირნება ჰაერზე
  • ზომიერი ფიზიკური დატვირთვა
  • ფსიქოთერაპია
  • აუტოგენური ტრენინგები
  • ვიტამინიზირებული კვება
  • გარემოს შეცვლა
  • ზოგადი გაკაჟება

ექიმი ინდივიდუალურად ნიშნავს:

  • ნოოტროპულ საშუალებებს
  • მაკრო და მიკროელემენტს
  • ფსიქოსტიმულატორებს

თუკი პათოლოგია მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით, ინიშნება კარდიოტონური საშუალებები. ჰიპერსთენიური ფორმის დროს ინიშნება ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები.
ჰიპოსთენიური ფორმის დროს – ანქსიოლიტიკები, ნოოტროპული საშუალებები, ადაპტოგენები და ზოგადმატონიზირებელი საშუალებები.
ფიზიოთერაპიული მეთოდებიდან ნაჩვენებია მასაჟი და რეფლექსოთერაპია. ჩვენების მიხედვით, რეკომენდებულია ცურვა, სპორტული სიარული. გადასვლა >> ნერვული სისტემის დაავადებები


ნევრასთენია ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian