ნევრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნევრომა – (ქირურგ.) გადაკვეთილი ნერვული ღეროს ბოლოში ნერვული გარსების და ღერძ-ცილინდროვანი წამონაზარდის სიმსივნური გაზრდა. განსაკუთრებით ხშირად ასეთი პათოლოგიები ვითარდება კიდურების ამპუტაციების შემდეგ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ტაკვზე ზეწოლით და მცირე შეხებითაც კი. ფრთხილი პალპაციით, ზოგჯერ, კანის ქვეშ, ისინჯება მცირე ზომის, მკვრივი, ძალიან მტკივნეული კვანძები ან ერთი დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი ქინძისთავის თავის ზომიდან დაწყებული ალუბლის კურკის ზომამდე დამთავრებული. ტაკვის ზემოდან კანი განლეულია, კუნთების ატროფირებულნი. მკურნალობა. ქიმიურად სუფთა ეთილის სპირტის შეყვანა ნერვის, რომლის ბოლოშიც აღინიშნება ნევრინომა, პერიფერიულ ნაკვეთში. თუ ტკივილი არ ქრება ნაჩვენებია ოპერაცია – ნევრინომის ამოკვეთა და დაზიანებული ნერვის ბოლოს ეთილის სპირტით ან ფორმალინის ხსნარით დამუშავება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook