ნევუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნევუსი – 1. (‘’ხალი’’) (კანისა და ვენ. დაავ.) არსებობს დაბადებიდან, ან ვითარდება სიცოცხლის პირველ წლებში. სიმპტომები. განასხვავებენ სისხლძარღვოვან, მეჭეჭისებურ და პიგმენტურ ფორმებს. სისხლძარღვოვანი ნევუსები – ანგიომები და ჰემანგიომები (იხ. ,,ანგიომები’’). მეჭეჭოვანი ნევუსები გვხვდება ჭუჭყიანი ნაცრისფერი ან რუხი ფერის, ერთეული ან მრავლობითი ფოლაქების სახით, მათი ზედაპირი არათანაბარია, დაფარულია მასიური რქოვანა შრით; ზოგჯერ ისინი განლაგებულნი არიან სწორხაზოვნად, ზოლების სახით. პიგმენტური ნევუსები – მუქი – ყავისფერი, ზოგჯერ შავი ფერის, ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული არაანთებითი წარმონაქმნები. არც თუ იშვიათად ნევუსებს უკავიათ კანის საფარველის ნიშვნელოვანი ნაწილი და დაფარულნი არიან თმიანი საფარველით. პიგმენტური ნევუსის თავისებურებას წარმოადგენს მისი შესაძლებლობა ტრანსფორმაცია განიცადოს ავთვისებიან წარმონაქმნად, ე.წ. მელანომად (იხ. ,,მელანომა’’). 2.  კანის განვითარების ანომალია მდგრადი ლაქების, ან სიმსივნის სახით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook